LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსი პრემიერაზე ნაწნავით გამოჩნდა (ფოტო)

67

ჯულია რობერთსის მონაწილეობით გადაღებული ახალი სერიალი „დაბრუნება სახლში“ ეკრანებზე მალე გამოდის. 50 წლის კინოვარსკვლავმა ახალი სერიალის შესახებ ლონდონში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. ჯულია სპეციალურად მისთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე სცენარისტთან, სემ ისმაილთან ერთად მივიდა. ის თეთრი ფერის გრძელ პიჯაკში, პლისირებულ ქვედაბოლოსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. ამჯერად ვარსკვლავმა არჩევანი სადა ვარცხნილობაზე გააკეთა და ნაწნავით გამოჩნდა.

მსახიობმა ჟურნალისტებთან სერიალში მუშაობის ახალ გამოცდილებაზე ისაუბრა. „ამაზონმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო ახალი სერიალიდან „დაბრუნება სახლში“, სადაც მაყურებელი მთავარ როლში ჯულია რობერთსს იხილავს. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც „ოსკაროსანი“ რობერთსი სერიალში ითამაშებს. ცნობილია, რომ სერიალის ნახვა ნოემბერში იქნება შესაძლებელი და მასში მთავარ როლს ასევე დერმონტ მალრუნი ასრულებს.

მოგვიანებით ჯულიამ ფოტო, რომელიც ღონისძიებაზე მიმავალმა გადაიღო, “ინსტაგრამზე” განათავსა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები