LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსი ტყავის შარვალსა და ნარინჯისფერ მაისურში (ფოტო)

51

90-იანი წლების კინოშედევრი „ლამაზი ქალი“ დღემდე ყველაზე რომანტიკული ფილმების სიას ლიდერობს. ფილმის რეჟისორი გარი მარშალი გასულ წელს გარდაიცვალა. უკვე დღეს კი ლეგენდარულ რეჟისორს პატივი ნიუ-იორკში მიაგეს, სადაც სპეცილურად მოწყობილ საღამოს რეჟისორი მეუღლე, ბარბარა მასპინძლობდა. ღონისძიების საპატიო სტუმარი ცხადია, ფილმის მთავარი გმირი, ჯულია რობერთსი გახდა. 50 წლის ვარსკვლავი ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. ის ტყავის შარვალში, ნარინჯისფერ მაისურსა და პიჯაკში იყო გამოწყობილი და ფოტოგრაფებს ჩვეული ღიმილით ხვდებოდა.

რაც შეეხება თავად ღონისძიებას, მაყურებლებს „ლამაზი ქალის“ მუსიკალური სპექტაკლი შესთავაზეს, სადაც მთავარი როლები ახალგაზრდა მსახიობებმა, სამანტა ბარკსმა და  ენდი კარლმა შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები