LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერთსის არავარსკვლავური დასვენება ოჯახთან ერთად (ფოტო)

53

2018 წლის პირველი ნახევარი ძალინ დატვირთული აღმოჩნდა ჯულია რობერთსისთვის. 50 წლის ვარსკვლავმა ერთდროულად რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა. ჯულია ახალ სერიალში „დაბრუნება სახლში“ მონაწილეობს, ასევე მალე გამოდის ფილმი Ben is Back და კინოსურათი Little Bee.

დატვირთული სამუშაო წლის შემდეგ ჯულია კუთვნილ შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებს. პაპარაცებმა ოსკაროსანი ვარსკვლავი ჰავაიზე, პარკში დააფიქსირეს, სადაც ის მეუღლესთან და სამ შვილთა ერთად იმყოფებოდა. ჯულია მეუღლესთან ერთად მშვიდად ადევნებდა თვალს შვილების თამაშს, ის ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც სანდლებთან ჰქონდა შეხამებული. ზოგადად ჯულია არავარსკვლავური დასვენების მოყვარულია. ის მუდამ ცდილობს, მშვიდად, მყუდროდ და კომფორტულად დაისვენოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები