LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსის ორი განსხვავებული იმიჯი ერთ დღეში (ფოტო)

57

ჯულია რობერტსმა კიდევე ერთხელ დაამტკიცა, რომ თამამად შეიძლება პირადი ცხოვრება საქმიანს შეუთავსო. მაგალითად, ჯერ კიდევ პარასკევს ოსკაროსანი მსახიობი ლოს-ანჯელესში GLSEN Respect Awards-ის წვეულებას ესწრებოდა, სადაც  ის ბრწყინავდა  Gucci-ის ულამაზეს კაბაში. შავი ფერის კოქტეილის კაბას თეთრი ელეგანტური საყელო და ვარდებით მოქარგული პრინტი ჰქონდა დატანილი.

წვეულებიდან რამდენიმე საათში პაპარაცებმა „ლამაზმანი“ ამჯერად შვილებთან ერთად დააფიქსირეს. ჯულია ტყუპების გარემოცვაში უფროსი ვაჟის თამაშს ადევნებდა თვალს. ამჯერად მსახიობი ჯინსის შორტში, თეთ ბლუზონსა და შლაპაში თავს კომფორტულად გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები