LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულიეტო კიეზას განცხადებებს აზრი არა აქვს – იანოშ ჰერმანი ოკუპირებული ცხინვალის გადაწყვეტილებაზე

49

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი, მიიჩნევს, რომ ყოფილი ევროპარლამენტარის, ჯულიეტო კიეზას, განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

მან ჟურნალისტებთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კიეზას განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგი მისი აქტიური, ამჟამინდელი წევრების მიერ არის შედგენილი.

”ამ ყოველივეს არავითარი აზრი არა აქვს და, ჩემი აზრით, დიდი ყურადღება არც უნდა მივაქციოთ. ევროპარლამენტის დღის წესრიგი მისი აქტიური, ამჟამინდელი წევრების მიერ გახლავთ შედგენილი და ამასთანავე, ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გუშინ გაიმართა საქართველო-ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემი აზრით, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება,” – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები