LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაბელების საქმემ” შესაძლოა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლოს

103

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები საპატიმროს ერთ თვესა და ოც დღეში დატოვებენ, თუმცა დაცვის მხარე განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას მაინც გეგმავს.

 

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი, უდანაშაულო ადამიანების გამართლებაა და თუ საჭირო გახდა, სარჩელს ევროპულ სასამართლოშიც შეიტანენ.
„ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება არ არის მისაღები, ვინაიდან ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი იქნებოდა. გარკვეულწილად, როგორც ამ საქმის თავიდან დაწყება, ეს განაჩენიც პოლიტიკურია.

ერთის მხრივ კარგია, რომ დაახლოებით, ხუთი წელი უნდა გაეტარებინათ ტყვეობაში და ახლა ერთ თვესა და 20 დღეში დატოვებენ საპყრობილეს, მაგრამ არ ვეთანხმებით გადაწყვეტილებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, თუ საჭირო იქნება, და ალბათ საჭირო იქნება, ევროპის სასამართლოშიც, სადაც დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანების სრული უდანაშულობა დამტკიცდება“ – აღნიშნა ადვოკატმა.

„აქ სასამართლომ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, მათ ვერ გარისკეს ამ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. პოლიტიკურია ბრალდება, ვინაიდან დანაშაული არ არსებობს, დანაშაული არ ჩადენილა, აქედან გამომდინარე პოლიტიკურია მიღებული გადაწყვეტილებაც“ – აცხადებს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი, ლევან სამუშია რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი დაუყოვნებლივ დატოვებენ საპატიმროს. „სხვა დამატებითი პროცედურები ამისათვის არ არის საჭირო“ – დასძინა ლევან სამუშიამ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მუხლის გადაკვალიფიცირების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, მათ 1 წლითა და 6 თქვით პატიმრობა მიესაჯათ, ეს ვადა კი დაკავების მომენტიდან დაახლოებით ორ თვეში გადის.

ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები