LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაბელების საქმეზე” დაკავებულები დაახლოებით 2 თვეში გათავისუფლდებიან

115

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა – მუხლი,  რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი გასამართლდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადაკვალიფიცირდა და სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ციხეს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები