LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

42

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, ღამის 00:00 საათიდან 30 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ლეხ კაჩინსკის ქუჩის, ქეთევან დედოფლის გამზირისა და აწყურის ქუჩის მონაკვეთზე.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით ასე  შეიცვლება:

  • N37 ავტობუსი აეროპორტიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან კვლავ კახეთის გზატკეცილისკენ მობრუნდება და აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს მეტროსადგურ „ისანთან“ დაუკავშირდება.
  • ბუშის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისას, მიკროავტობუსები N27, N167 და N183 კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევენ და კასპის ქუჩიდან მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ.
  • ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრაობისას, N27 და N183 მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩით მობრუნდებიან, გაივლიან კასპის, შემდგომ კი – აწყურისა და ნორიოს ქუჩებს და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე აუხვევენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები