LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაჭრეთში სასტუმრო “ამბასადორის” გაფართოება იწყება 

638

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტს კიდევ ერთი, ახალი, რიგით 25-ე ბენეფიციარი შპს „ამბასადორი კაჭრეთში“ შეემატა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროს გაფართოებას შეძლებს.

პროგრამის მხარდაჭერით შპს „ამბასადორი კაჭრეთში“ 75 ნომრიან სასტუმროს, 92 ახალ ნომერს დაამატებს. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შედეგად, ახალი სასტუმრო კომპლექსი გოლფ კურორტ ამბასადორის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ღია საცურაო აუზის წინ აშენდება.

სასტუმრო, რომლის გახსნა 2018 წლის ივლისის თვეში იგეგმება, დამატებით 100-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ამბასადორი კაჭრეთში“  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

სასტუმროს გაფართოება გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები