LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელიც მტკვარში გადახტა, გადარჩა

105

სამაშველო ოპერაცია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასრულდა. მამაკაცი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში გადახტა ცოცხალია და ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

თვითმხილველის თქმით უცნობმა კაცმა მას ჯერ სიგარეტი სთხოვა, შემდეგ გამოემშვიდობა, ბორდიურზე დაჯდა, პირჯვარი გადაიწერა და ბოლოს მტკვარში გადახტა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. სამაშველო ოპერაციის შედეგად კი, კაცის ამოყვანა მოხერხდა.

დაშავებული კაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები