LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცხის მონასტერთან სამუშაოები აპრილში დასრულდება

116

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის -კაცხის მონასტრის –  სარესტავრაციო-საკონსერვაციო  სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.

კაცხის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ითვალისწინებს: მონასტრისგარე ფასადსა და ინტერიერში დაზიანებული ადგილების აღდგენასა და საჭიროების შემთხვევაში დაკონსერვებას.

ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად,  სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, გამართული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯით. პროექტი ითვალისწინებს ღია ტერასის მოწყობას, წყაროს აღდგენა-მოპირკეთებას, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟსა და ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი,  ღია აივნის მოწყობას. ასევე, გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის.

 

სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული.

ამ ეტაპზე, დაგებულია ქვაფენილი, მონასტერთან მისასვლელ სამანქანო გზაზე დასრულდა 45 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა, მიმდინარეობს ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

ასევე, უკვე დასრულებულია: ღია – გადასახედი ტერასა ტურისტებისთვის, მონასტრის გალავნის რესტავრაციისა და სამრეკლოს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში იგეგმება, სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს. ეს კი,თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგაუმჯობესებას.

პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გალაქტიონ ბუაძესთან ერთად გაეცნო.