LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფე “გალერი” კლუბ BASSIANI-ის გახსნამდე ღონისძიებებს არ ჩაატარებს

163

კაფე „გალერი“ კლუბ BASSIANI-ს სოლიდარობას უცხადებს და მის გახსნამდე „გალერიში“ არცერთი ღონისძიება არ ჩატარდება.

კაფე „გალერი“ გუშინ, 22 მაისს, გაიხსნა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შენობის ორივე სართულზე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და შენობას ლუქი მოხსნეს. სამართალდამცველებმა მფლობელებს უკვე მისცეს უფლება, კაფეს ფუნქციონიერებაზე.

კლუბი BASSIANI ისევ დაკეტილია. კლუბის გახსნის გადადების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კითხვები აქვს ბექა წიქარიშვილს. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის თქმით, კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ჩხრეკასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომლებიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია. წიქარიშვილისთვის გაუგებარია, რატომაა BASSIANI ამ დრომდე დალუქული.

22 მაისს BASSIANI-მა მორიგი აქცია დააანონსა, რომელიც ლოზუნგით – „გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში“ გაიმართება. აქცია 27 მაისს, ევროპის მოედანზეა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები