LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაფეტერიის მფლობელი რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

27

კაფეტერიის მფლობელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. შენოლ ბურანმა, რომელიც კაფეტერიას გამოცემა Cumhuriyet-ის შენობაში ფლობს, განაცხადა, რომ არასოდეს მიართმევდა ჩაის ერდოღანს. მისი განცხადებები პოლიციის თანამშრომელმა გაიგო, რის შემდეგაც ის დააკავეს.
თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები