LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაიფში მყოფმა რობი უილიამსმა უეინ რუნის Brit Awards-ის ჯილდო აჩუქა

98

პოპულარულმა მომღერალმა პრესტიჟული ჯილდოების დარიგებას მიჰყო ხელი. რობი უილიამსმა აღიარა, რომ თავისი ჯილდოების დიდი ნაწილი მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნა.

”მე ისინი სხვებს ვაჩუქე. მამაჩემს აქვს ერთი მათგანი, დედაჩემს ორი, უეინ რუნისაც კი აქვს ჩემი ჯილდო. კაიფში ვიყავი, უეინმა კი მატჩის მსვლელობის დროს ტრავმა მიიღო და მე მაშინვე დავუყვირე ჩემს მენეჯერს:
მაიკლ, გაუგზავნი უეინს Brit Awards-ის ჯილდოს? მინდა ჩემგან სწრაფი გამოჯანმრთელებაც უსურვო.
მან საჩუქარი მიიღო და საპასუხოდ გამომიგზავნა ბუცი ავტოგრაფით. შესანიშნავი გაცვლაა”, – განაცხადა რობიმ Sky-სთან საუბარში.

Brit Awards – ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოვებაა. რობი უილიამსს კი კარიერის განმავლობაში 17 ქანდაკება აქვს მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები