LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგს შვილი არასოდეს ეყოლება: მომღერალი უარს ამბობს ბავშვის აყვანასა და სუროგაციაზე

196

ბოლო წლებია 48 წლის კაილი მინოუგის ცხოვრება საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება: მისი კარიერა სულ უფრო წარმატებული ხდება, პირადი ცხოვრება კი საკმაოდ მოწყობილი აქვს 29 წლის ბოიფრენდთან, ჯოშუა სასთან. ერთადერთი, რაც მას აკლია, ბავშვებია.

თუმცა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში კაილიმ აღიარა, რომ შვილების ყოლას ვერ შეძლებს. მიზეზად კი 2005 წელს აღმოჩენილი სიმსივნე სახელდება, რომლის გამოც მან ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა და ნაწილობრივი მასტექტომია გაიკეთა.

„როდესაც ონკოლოგიური პრობლემები გაქვს, უკვე იცი, რომ შენი ცხოვრება არ იქნება ისეთი, როგორც ადრე. მე ვიცოდი, რომ შვილების ყოლას ვერ შევძლებდი, მაგრამ გადარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთე“, – განაცხადა კაილიმ.

ცნობილია, რომ მომღერალი ასევე უარს ამბობს ბავშვის აყვანასა და სუროგატი დედის მომსახურებაზეც.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომლისკენაც წლების განმავლობაში მივდიოდი და დიდი დრო დამჭირდა, რომ მას შევგუებოდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები