LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკაურიძე : ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად პენსიის მომატება შესაძლებელი იქნება

64

თუ ბიუჯეტის პროექტით უკვე გაწერილი ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება, პენსიების გაზრდა შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად არის.

“ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდაგადანაწილებებით, მათ შორის სამინისტროებს შორის გადანაწილებებით – თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება გარკვეული კატეგორიის პენსიის მომატება, თუმცა ეს არის რთული სამუშაო პროცესი”, – განაცხადა კაკაურიძემ. მან დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები