LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახა ბერი-კახა მერი“ – კახა ცისკარიძე ბათუმის მერობას გეგმავს

103

„პოპულარული გამხადეს ბათუმელებმა, გარკვეულწილად ვალში ვარ და მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო,“ – ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

კახა ბერიკახა მერი – ეს იქნება საარჩევნოდ მისი ერთ-ერთი სლოგანი. არჩევნებში მონაწილეობაზე მომღერალმა დღეს განაცხადა. იგი ჟურნალისტებს მარტო შეხვდა და აღნიშნა, რომ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

ცისკარიძე ბათუმელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საწყის ეტაპზე იმაში, რომ შეუგროვონ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო 2000 ხელმოწერა.

პოპულარული გამხადეს ბათუმელებმა, გარკვეულწილად ვალში ვარ, მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო და დავამსხვრიო სტერეოტიპები, რაც ბათუმის მერთან დაკავშირებით არსებობს“, – განაცხადა კახა ცისკარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები