LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კახიშვილი გიორგი ბაჯელიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

156

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს გიორგი ბაჯელიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც კახიშვილმა განაცხადა, საქმე ეხება  გიორგი ბაჯელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ ტენდერებთან დაკავშირებით.

„საუბარი იყო იმაზე, რომ 3 კომპანიას გამარტივებული წესით გავუფორმეთ ხელშეკრულება. ყველასთვის კარგადაა, ცნობილი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრების დასაქმება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნეს წახალისებები კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესმა გახსნას და საწარმოებში დაასაქმოს პატიმრები“, – განაცხადა კახიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები