LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კახიშვილი: კოშკურაზე დგანან 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ

88

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები, გარე პერიმეტრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ეტაპობრივად გადადის.

მისი თქმით, მავნე მემკვიდრეობა, რომელიც 18 წლის ჯარისკაცების კოშკურაზე დგომას ითვალისწინებს, უნდა აღმოიფხვრას.

„ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი სისტემა და მოდელი აღარ არის,“ – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამ დაწესებულებაში უკვე განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები.

„დამონტაჟებული იქნება ვიბრო-სეისმური სენსორები, რომ გათხრის და პერიმეტრთან მიახლოების შემთხვევაში, ინდიკატორებმა გვიჩვენონ რა ხდება და ამავე დროს იქნება დაკავების ჯგუფები,“ – განაცხადა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები