LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კახიშვილი ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის ახალი ინიციატივით გამოდის

102

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი, პარლამენტში ახალი ინიციატივით შესვლას გეგმავს.

მისი თქმით, ინიციატივა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს ეხება. აღნიშნულზე მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან წერენ განცხადებას ქალბატონები, ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე, რომ რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები