LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – 50.64% ალეკო ელისშვილი – 17.52% – ISFED -ის პარალელური დათვლის შედეგები

77

არასამათავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ წარმოდგენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგების თანახმად, თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ 50.64% მოიპოვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.

“ნომერი 41 კახა კალაძე ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” – გამოთვლილი პროცენტი წარმოადგენს 50.64-ს. ალექსანდრე ელისაშვილი ნომერი 42 – 17.52%. ზაალ უდუმაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” ნომერი 5 – გამოთვლილი პროცენტი 16.8,” – განაცხადა ბენიძემ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მთლიანობაში ხმების დათვლის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

” ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. გასული არჩევნებისგან განსხვავებით არ ჰქონია ადგილი უბნების დარბევისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. კენჭისყრის პროცესის მსგავსად რიგი დარღვევებისა კვლავ მარნეულის  ოლქში დაფიქსირდა. ამ დროისათვის  სამართლიანი არჩევნების მიერ 77 საჩივარი წარდგენილია საუბნო კომისიებში, 127 საჩივარი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 70 შენიშვნა”,-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

ცესკოს მონაცემებით, რომლის თანახმად, უბნების 100% უკვე დათვლილია, კალაძე  51.13%–ით ლიდერობს. მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია 17.49%-ით, მესამე ადგილზე კი ზაალ უდუმაშვილი 16.53%–ით.

ISFED-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1050 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის  დამკვირვებლისა და 79 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 18 ოპერატორისა და 13 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა: ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე; თბილისში
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; ქუთაისის,რუსთავის, ბათუმის, ფოთის თვითმმართველი ქალაქების, ასევე, ახალციხის და მარნეულის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის (PVთ) მეთოდოლოგიით დააკვირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები