LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ატენის ქუჩის მცხოვრებლებს პასუხობს

71

თბილისი მერმა ატენის ქუჩის მცხოვრებლების შენიშვნებს უპასუხა. კახა კალაძე გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. ადგილობრივები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას გადაწყვეტილების გადახედვას თხოვენ. მათი განცხადებით, ბეტონის ახალი ცათამბჯენი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით შენდება.

ადგილობრივების სარჩელის საფუძველზე კორპუსის მშენებლობა სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა, თუმცა კალაძემაც, მისი წინამორბედების მსგავსად, კორპუსის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა.

ამ პროექტთან დაკავშირებით ყველანაირი სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესი,თავიდან  რომ იწყებოდეს და ჩვენი მერიის გადასაწყვეტი იყოს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირთვით და ამხელა სართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები