LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა

60

ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – ამის შესახებ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის უფლებამოსილებას ოფიციალურად დღეს შეუდგა. კალაძეს მერიაში მისი წინამორბედი დავით ნარმანია დახვდა, რომელმაც მერიის მომსახურების სივრცეები პირადად დაათვალიერებინა.

“დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობაა, რამდენი მაქვს სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია”,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის ახალი მერი საკუთარ გუნდს დღეს, 15:00 საათზე წარადგენს.

ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტომატურად, უფლებამოსილება შეუწყდათ მოქმედი მერს, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს. შესაბამისად ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები