LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათო ნარმანიას და არც მის კადრებს

42

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათოს, არც დათოს კადრებს ან რომელიმე თანამდებობის პირს, – ამის შესახებ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კახა კალაძემ მერიაში მოსალოდნელ შესაძლო ტესტირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია ირგვლივ პროფესიონალი და კომპეტენტური კადრები ჰყავდეს. მისივე თქმით, მერიაშიც არსებობენ ძლიერი კადრები და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს.

აბსოლუტურად ღიად წარიმართება პროცესები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები.მერიაშიც არსებობს ძლიერი კადრები და, შესაბამისად, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავის თავი, ნიჭი და შესაძლებლობები, რომელსაც თბილისსა და თბილისელებს მოვახმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძის განცხადებით, მერიაში საინტერესო ცვლილებები იგეგმება, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს. როგორც კალაძე ამბობს, მისი მოადგილეების ვინაობა და მოსალოდნელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია 12 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები