LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე უგულავას ტყუილში ადანაშაულებენ

37

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. იცით ალბათ ეგ ისტორია, „ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ  მათი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ანუ ერთმანეთში გაერკვიონ, ვინ რომელი პარტიაა. ამ სისულელეებისა და ტყუილების გავრცელებას ურჩევნიათ, თავიანთ პარტიებს მიხედონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც აცხადებს, რომ ამ ტყუილს უგულავა „ევროპული საქართველოდან“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასული ხალხის შესახებ ინფორმაციის გადასაფარად იყენებს.

„ყველა პირი, რომელიც იყო უგულავასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი დღეს არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. მეტიც, ბევრ მათგანს საერთოდ შეხება არ ჰქონია „ქართულ ოცნებასთან“. ზოგიერთს ჰქონდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა პარტიის კანდიდატი იყო.

თუ ეს საბოლოოდ დადასტურდა, ყველა ვთანხმდებით, რომ უგულავა და „ევროპული საქართველო“ გაეხვევიან სერიოზულ სკანდალში. ეს ალბათ, ხვდებით, რის გადასაფარად ხდება. იმის გამო, რომ მათი პარტიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარბიან. მათ შორის, პარლამენტის წევრმა დატოვა მათი პარტია. არც ერთი მათგანი, ვინც უგულავას გვერდით იდგა, „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

პოპულალურები