LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება” – დავით ნარმანია

36

დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება, – “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

„კახა კალაძე ჩემი მეგობარია, არჩევნებისას ის გვერდში მედგა და თუ გუნდი მას დაასახელებს მერობის კანდიდატად, მეც მხარში ამოვუდგები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე ძალიან კარგი მერი იქნება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას, თბილისის მერი ამბობს, რომ კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს.

„გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები“, – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები