LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე “ენმ”-სთვის მამუკა ბახტაძის მიერ გაღებულ შემოწირობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

76

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, სადაც მამუკა ბახტაძე მუშაობდა, გადაწყვიტა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” შემოწირულობა თანამშრომლების გავლით გაეკეთებინა. ასე ხსნის კალაძე მმართველი გუნდის მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენილი მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის” 20 000 ლარით დაფინანსებას.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, 2012 წლამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” მოვიდოდა ხელისუფლებაში, რა ხდებოდა და რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების მიმართ. თქვენ ისიც კარგად გახსოვთ, რომ სპეციალურად ხდებოდა კანონების მიღება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სპეციალურად ხდებოდა კანონების მიღება იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობა არ და ვერ მიეღო. შესაბამისად, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც იქნა განხორციელებული, ამბობდა, რომ კომპანიებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შემოწირულობა გაეკეთებინათ პარტიებისთვის. მაშინ ეს ყველას შეეხო. ერთ-ერთი კომპანია, სადაც ბახტაძე მუშაობდა, მისმა ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლებს გაეკეთებინათ შემოწირულობა. ეს იყო და ეს,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები