LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ეს იყო ნამდვილი ენერგეტიკული რევოლუცია

43

ენერგეტიკის სამინისტროს მიღწევები 2012 წლიდან დღემდე იყო არა მხოლოდ დარგის ევოლუცია, ეს იყო ნამდვილი ენერგეტიკული რევოლუცია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„პირველი დღიდან, როდესაც დავინიშნე ამ დარგის ხელმძღვანელად, დავიწყეთ მუშაობა, რომ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა და დავისახეთ მიზნები, რადგან ჩვენ ელექტროენერგიის თვალსაზრისით გვქონდა ძალიან დიდი დეფიციტი, დავიწყეთ ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობა: ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და ქარის ელექტროსადგური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძე საზოგადოების წინაშე ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში ბოლოჯერ წარსდგა. მან 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები