LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე გაზპრომის საკითხზე ოპოზიციას პასუხობს

46

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაზე, პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს.

კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა თუ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს დეტალები, პარლამენტში არსებობს ნდობის ჯგუფი და შესაძლოა იქ მივიდეს განმარტებების გასაკეთებლად.

„მქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს არის კომერციული საიდუმლოება და ვფიქრობ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად აინტერესებს გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, ნდობის ჯგუფი არსებობს, შეიძლება მივიდე, დეტალურად ვაჩვენო და ავუხსნა თუ რა ხელშეკრულებაა. თუ მათ შოუს მოწყობა სურთ, ამაზეც მზად ვარ“, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები