LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – გუნდში სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

77

„ქართული ოცნების“ გუნდი სამინისტროების შემცირებაზე მსჯელობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი.

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია. ძალიან მალე, ხვალ, ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები