LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან დებატებში რატომ უნდა დავჯდე

46

მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია.

როგორც კახა კალაძემ „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაჯდეს სადებატოდ ალეკო ელისაშვილთან და არა კახა კუკავასთან ან გუგავასთან.

„მერობის 7 ოპოზიციური კანდიდატია, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ?! ან რატომ არ უნდა დავჯდე კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან?!

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც ალეკო ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის მზად არის ნებისმიერ არხზე სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან დებატებზე, რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა.

“ახლა მივმართავ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჩემ კონკურენტს – კახა კალაძეს, ნებისმიერ დროს ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში, მზად ვარ მასთან დებატებზე. მიმაჩნია, რომ თბილისის მოსახლეობა იმსახურებს, რომ კანდიდატები მუშტიკრივზე კი არა ესაუბრებოდნენ, არამედ იმაზე, თუ რას უპირებს ქალაქს, როგორ უნდა უშველონ საცობებს, მოშხამულ ჰაერს და გამწვანებას“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები