LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – მალე გვექნება სურათი, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები

62

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისში მწვავე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი ზღვაში წვეთია, თუმცა მათი განახლება მიდის.

რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, დედაქალაქის მერის თქმით, კომპანიას ტრანსპორტის ჩანაცვლების ვალდებულება არ აქვს, მერია კი მათ ლიცენზიას ვერ ჩამოართმევს, რადგან სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება.

“ჩვენს ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს.  თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ მათ დღეს. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90% ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის.

დედაქალაქის მერმა, დააანონსა სატრანსპორტო მასტერპლანის წარდგენა. მისი თქმით, სულ მალე თბილისს ექნება გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჭირო იქნება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშუტკები.

“დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“.

ჩვენ გვექნება ძალიან მალე სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, ანალიზი გვექნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება. ახლა თვალებახვეული ყვითელი მარშუტკებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა, არის არასწორი ნაბიჯი, რადგან არ ვიცით ხალხს როგორ მოვემსახუროთ და ამით კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას მივიღებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე, ამ ჭრილში კიდევ ერთხელ აღნიშნა, კერძო ავტომობილების სიძველის მიხედვით შეზღუდვის ინიციატივა და განაცხადა, რომ როდესაც ეს აკრძალვა დაწესდება, დედაქალაქმა მოსახლეობას ალტერნატივა – განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა შესთავაზოს, რომელიც უნდა იყოს ყველაზე პოპულარული.

მერმა იმედი გამოთქვა, რომ ხალხი, ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები