LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისთვის „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის

34

კახა კალაძემ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა  გადასავლელის დასუფთავების პროცესი ადგილზე დაათვალიერა და “თბილსერვის ჯგუფს”  გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადაუხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღეში მიწისქვეშა გადასასვლელში განათების საკითხი სრულად გადაიჭრება. ამის შესახებ კალაძემ სოციალურ ქსელ, “ფეისბუქში” ლაივის საშუალებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ,მიწისქვეშა გადასასვლელებში, დღეს არსებული მდგომარეობა, უნდა გამოსწორდეს. ასევე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძალიან მალე  ახალგაზრდებს მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას შეთავაზებენ.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1101736169929818/

შეგახსენებთ, დღეს ახლადარჩეულმა მერმა  ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები