LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ოკუპაციის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად თბილისში პარკი გაშენდება

58

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, თბილისში, მათი სახელობის პარკი განთავსდება.

კალაძის თქმითვე, პარკში განთავსდება მემორიალიც.

დედაქალაქის მთავრობა, პარკისთვის ადგილის შერჩევას დღესვე იწყებს, ხოლო მემორიალის პროექტზე კონკურსი გამოცხადდება.

“ჩვენ ყველანი ვგლოვობთ არჩილ ტატუნაშვილს და მის ოჯახთან ერთად ვიზიარებთ ამ ტკივილს. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომელიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა.

ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ არა მარტო არჩილს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს და ოკუპაციას შეწირულ მშვიდობიან მოსახლეობას.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი სურვილი, რაშიც ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება – მათი ხსოვნის უკვდავყოფისთვის თბილისში გაშენდეს მათი სახელობის პარკი, სადაც განთავსდება მემორიალიც.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ შესაბამისი ადგილის შერჩევას, ხოლო მემორიალის პროექტზე გამოვაცხადებთ კონკურსს.

საქართველო გმირების ქვეყანაა”, – წერს კახა კალაძე.

პოპულალურები