LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე პერსონალურ ავტომობილებზე მამუკა ბახტაძის ინიციატივას მიესალმება

40

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას, სახელმწიფო ორგანიზაციების ავტოპარკთან და ე.წ. პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით, მიესალმება.

„პრემიერის ინიციატივას მივესალმები. ჩვენს უწყებას შავი „ჯიპები“ არ ჰყავს. მერია თავისუფალია შავი „ჯიპებისგან“. გვყავს „პიკაპები“, რომელიც გარკვეულ სამსახურებს სჭირდებათ და ეს ნორმალურია. მოადგილეებს, თანამდებობის პირებს და სხვა თანამშრომლებს არ ჰყავთ,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა განსახორციელებელია, ვინაიდან წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი ცუდი პრაქტიკა არსებობდა.

„დაველოდოთ რას წარადგენს და როგორი ხედვა ექნება პრემიერს, თუმცა იმ იდეას და მიმართულებას, რომ შავი „ჯიპები“ რაც შეიძლება ნაკლები იყოს და საერთოდ თუ არ იქნება, ვგულისხმობ, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ძალიან კარგია და მივესალმები ამ წამოწყებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. პერსონალურ ავტომანქანებთან დაკავშირებულ ახალ ინციატივას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები