LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე პირობას დებს, რომ უსახური კორპუსები აღარ აშენდება

88

თბილისში დასრულდება „ურბანული გენოციდი“ და დედაქალაქი თანამედროვე ქალაქად იქცევა, ამის შესახებ კახა კალაძე საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც „ფეისბუქით“ გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ამბობს, რომ უკვე წლებია, თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია და „მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა“:

„ეს არის ჩვენი, მინიმუმ ბოლო 25 წლიანი მემკვიდრეობა და დანაშაულიც კი.

ჩვენი გუნდი აპირებს, ერთიანად, კომპლექსურად ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას. ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი რომელიც ადამიანივით ცოცხლობს. აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას და რაც მთავარია, პროგრესის პერსპექტივით. მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა. თითოეული გაცემული ნებართვა, თითოეული დამტკიცებული პროექტი, ეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მხოლოდდამხოლოდ, ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე.

ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში. უნდა აკმაყოფილებდეს არამარტო უსაფრთხოების ნორმებს და ხარისხს, არამედ არქიტექტურულ გემოვნებასაც და ქალაქის ერთიან სტილს ეხამებოდეს.

ქალაქის განაშენიანება და განვითარება იქნება ჰარმონიული, გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი, ქალაქი გახდება თანამედროვე და რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე,“ – ამბობს კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები