LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: საცხოვრებელ კორპუსებსა და ფართებს ფასი მოემატება

91

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ავტოფარეხების ნაცვლად გამწვანების პროექტების განხორციელება, მოსახლეობის ინტერესებშია.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ავტოფარეხებს არ იყენებენ. “უბრალოდ აქვთ აშენებული. ხშირ შემთხვევაში სათავსოებისთვის იყენებენ და ავტომობილებს არ აჩერებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. პირველ რიგში, საცხოვრებელ კორპუსებს და ფართებს ფასები მოემატება, როდესაც იმ კონკრეტულ არეალში იქნება საუკეთესო სკვერები, გამწვანება, ადგილი, სადაც შვილებს შეეძლებათ უსაფრთხოდ თამაში. შეგვიძლია სპორტული მოედნები გავაკეთოთ, ბევრი იდეის მოფიქრება შეიძლება, თუ იქნება თანამშრომლობა და თანხმობა. მე მგონი, იმდენად დიდია მოთხოვნა გამწვანებაზე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასთანხმდება ამ პროექტების განხორციელებას”,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები