LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

28

დედაქალაქის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდის შიგნით საუბრები არ ყოფილა. „სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ მაქვს, გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ცვლილება ნორმალური პროცესია. როდესაც გუნდში ხდება ცვლილებები, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა ცვლილება უნდა განხორციელდეს, ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. პირადად მე და მერია გადართული ვართ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე“, – აღნიშნა კალაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს.

არსებული ინფორმაციით, ალავიძე თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს და მის პოსტს ცქიტიშვილი ჩაიბარებს. შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წელს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები