LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე საზოგადოებას მალე მერიაში საკუთარ თანაგუნდელებს გააცნობს

52

„ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს.

„რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტებს, ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც მუშაობას გააგრძელებენ. ამას ყველაფერს წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებას პირველივე დღიდან დავიწყებთ,“ – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები