LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

50

კონსორციუმთან, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიებს აერთიანებს, გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

„უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ კონსორციუმთან, რომ შეგვეძლოს დამატებითი მოცულობების წამოღება მილსადენიდან. კონსორციუმს, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიაა გაერთიანებული, 2011 წლიდან რამდენჯერმე მივმართეთ ამის თაობაზე, თუმცა წერილობითვე უარს ვიღებდით და ახლა უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. ვნახოთ, მოგვეცემა თუ არა შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, ის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა „სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი გაზსაცავის მშენებლობის საკითხი განიხილეს, რომელშიც კალაძის განმარტებით, როგორც წილობრივად, ისე ფინანსურად მონაწილეობის სურვილი აქვს „სოკარს”.