LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე შესაძლოა, კომედიური ჟანრის ფილმში გადაიღონ

46

თბილისის მერი, კახა კალაძე შესაძლოა, კომედიური ჟანრის ფილმში გადაიღონ, სადაც ეპიზოდურ როლს შეასრულებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ BM.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

“ფილმს ძალიან საინტერესო და სახალისო სიუჟეტი აქვს. ეს პროექტი ჩვენთვის ეკონომიკური და კულტურული კუთხით არის საინტერესო. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობას, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით, რადგან შერჩეულია საინტერსო ლოკაციები. მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით, რომ ფილმში ის ეპიზოდურ როლს შეასრულებს”,- განაცხადა  მიხეილ გიორგაძემ 

„დავიწყებული მელოდია”, – ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს, კულტურისა და სპორტის სამინიტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაიღებენ.

ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზეა, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება. კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები