LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: “სითი პარკთან” ხელშეკრულებას შევწყვეტთ

20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა “სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან.

კონტრაქტის გაწყვეტიდან, ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

“არ შევურიგდები არც ერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას.

ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ქალაქის უკეთეს მომავალს.

დღეს უკვე ნათლად გამოიკვეთა კომპანია “სითი პარკის” მოქმედების შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან.

ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და სისტემური პრობლემის შექმნის მიზეზად იქცა.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სითი პარკთან ხელშეკრულება შევწყვიტოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ამოცანაა, რომ თბილისი იყოს თანამედროვე, კომფორტული ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება.

“ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება მიმართულია ამ მიზნის განხორციელებისკენ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საპარკინგე სისტემის შექმნაა”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები