LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ დღეს საარჩევნო პროგრამის სოციალური ნაწილი წარადგინა

69

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, დღეს საარჩევნო პროგრამის სოციალური ნაწილი წარმოადგინა.

სამპუნქტიანი გეგმა დედაქალაქში სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და შშმ პირებისთვის ქალაქის სრულ ადაპტირებას ითვლისწინებს.

კალაძის განცხადებით, მერიაში არსებული 22 სოციალური პროგრამისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მერია მხარს დაუჭერს მოქალაქეთა პროფესიულ გადამზადებას. დაფინანსდება ისეთი ძვირადღირებული ოპერაციები, როგორიც არის ღვიძლის გადანერგვა. პროგრამის მიხედვით, შშმ პირთათვის განხორციელდება საცხოვრებელი გარემოს ინდივიდულაური ადაპტირება. ასევე, პანდუსებით აღიჭურვება შენობები და თბილისში ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები