LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ ენმ-ს – “მარგინალური”, “ევროპულ საქართველოს” კი “კონსტრუქციული ოპოზიცია” უწოდა

42

დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი არასწორ განცხადებებს აკეთებს.

ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია. ერთია მარგინალური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს და მეორე ევროპული საქართველო. ჩვენ ევროპულ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან, რა უნდათ, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციას გეგმავს, რასაც ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეორგანიზაციის წინააღმდეგ სპეციალური პეტიციის შემუშავებას და ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები