LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ მოსახლეობას ვაკისა და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

97

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონისა და კრწანისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

კახი კალაძემ აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ქალაქში სატრანსპორტო პრობლემის, საცობების  და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება იქნება.

მან აღნიშნა, რომ ქალაქში უკვე მონიშნულია ათი საპარკინგე ადგილი, სადაც არჩევნების შემდეგ მისი გამარჯვების შემთხვევაში ტერიტორიებზე საპარკინგე ადგილების მოწყობა მოხდება.