LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა გულედანი წარადგინა

110

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატად კახა გულედანი წარადგინა. კალაძის თქმით, გულედანის კანდიდატურა საკრებულოში დღეს გადაიგზავნება და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ის თანამდებობაზე დამტკიცდება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გულედანს სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვს. კახა კალაძემ კანდიდატს წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი რამდენიმე დღის წინ, სამუშაოების შესრულების გამო არსებული ჩამორჩენების მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები