LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

109

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას გამართა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა,  მომავალ წლებში, შესაძლოა, მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ. მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა. გარდა ამისა, სხვადასხვა უბანს დაემატება სამარშურტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა.

„მომავალი წლების განმავლობაში ავტოპარკს ყოველთვის დასჭირდება განახლება, ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ შევძლებთ ამ ავტობუსების წარმოება საქართველოში მოხდეს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქალაქში, თუმცა ქალაქი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება, მეტი მოთხოვნაა და მეტის გაკეთება გვინდა უფრო სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ახალი ენერგიითა და შემართებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მოსახლეობას ურბანული განვითარების პოლიტიკა, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევის გზები, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებებიც გააცნო.

პოპულალურები