LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ შეცდომა აღიარა და სასტუმროს მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა გააუქმა

97

თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში 4 სართულიანი სასტუმროს მშენებლობისთვის მერიის მიერვე გაცემული ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მინდა შევეხო ერთ ძალიან საინტერესო და სენსიტიურ თემას – იყო კონკრეტული პროექტი, რომელიც შეეხებოდა ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობას დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე; შუა ნაწილში უნდა მომხდარიყო ამ სასტუმროს აშენება, ძალიან მჭიდრო და შეზღდულ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო კორპუსებს შორის ამ სასტუმროს „ჩაკვეხება“, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უბრალოდ, სამწუხაროა ის, რომ ჩვენ მიერ იყო ეს ნებართვა გაცემული. მაშინ ახალი მოსულები ვიყავით და ახალი დაწყებული გვქონდა მუშაობა. გაიპარა ეს… ნუ არ უნდა გაცემულიყო ეს ნებართვა. ჩვენ ვიღებთ ამ შეცდომას და შენიშვნას და ნებართვა არის გაუქმებული,“ – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიას ჰქონდა მოლაპარაკება სასტუმროს მფლობელთან, კერძო მესაკუთრესთან და ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო მას პირადად თანამშრომლობისთვის, რადგან შეუძლებელი იყო ამ კონკრეტულ ადგილზე, ისედაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება,“ – აღნიშნა მერმა.

ამასთან, კალაძემ დიდუბის გამგებელს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის მწვანე სივრცის მოწყობა დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები