LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა

33

კახა კალაძემ მინისტრის თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.
„დღევანდელი დღე მაგონებს იმ დღეს, როცა პირველად მოვედი სამინისტროში და ყველა ასე შეკრებილი დამხვდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. ბევრი პროექტი განვახორციელეთ და მეამაყება თითოეული მათგანი. ბევრი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და კიდევ ბევრი მიმდინარეობს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი გამოვიცვალე, ენერგეტიკის სამინისტრო ჩემი სახლია. დღეიდან მე არ ვარ თქვენი მინისტრი“, – განუცხადა კალაძემ თანამშრომლებს.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეორე ნომერია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები