LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ ვიცემერს 2018 წლის ბიუჯეტის გამოთხოვა და მასზე მუშაობა დაავალა

88

თბილისის მერიაში ქალაქის განახლებული მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს. კახა კალაძემ უკვე გასცა პირველი დავალება და ვიცემერს საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის გამოთხოვა და მასზე მუშაობა დაავალა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, 2018 წლის ბიუჯეტი გამოთხოვილი იქნება საკრებულოდან და წინასაარჩევნოდ წაყენებული 7-პუნქტიანი გეგმის საჭიროებების მიხედვით გადამუშავდება.

„ჩვენ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას წარვუდგინეთ 7-პუნქტიანი გეგმა კონკრეტული პროექტების, რომელშიც ასახულია ყველა პრობლემა და მათი გადაჭრის გზები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. 2018 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ეს პროექტები, რათა მომავალ წლებში მათი განხორციელება შევძლოთ,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ბიუჯეტის პროექტისა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ცაიშის ქუჩაზე მცხოვრებ 23 ოჯახს 1353 კვ. მეტრის ფართი საცხოვრებლად დაუკანონდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანები წლებია, კონკრეტულ მისაამართზე ცხოვრობენ და ისინი კვლავ გამოსახლების შიში აქვთ.

თბილისის ვიცემერის ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტი 815 მილიონი ლარით გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები